1.კრედიტორი კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, მოდიფიკაცია ან გადაწყვეტილების გამოტანა.
2.მოვალე კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ან მოდიფიკაცია.
3.საჯარო ორგანო კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.






