1.სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებისა და დისკრიმინაციის მსხვერპლის სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ ან გადაწყვეტილება დისკრიმინაციის მსხვერპლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2.დისკრიმინაციის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებისა და იურიდიული პირის, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის, პირთა გაერთიანების იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტის მიმართ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციის აღსრულებასთან დაკავშირებით ან გადაწყვეტილება საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2392 - ვებგვერდი, 07.05.2014წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4551 – ვებგვერდი, 10.05.2019წ.






