საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 44. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები
საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: ა) მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები; ბ) თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები; გ) ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები; გ 1 ) სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები; დ) მოპასუხის მოძებნის ხარჯები; ე) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ვ) ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები ; ზ ) სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები. საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №597 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.173 საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
