საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 76. მისამართის შეცვლა საქმის წარმოების დროს
Consolidation №177 Verified against the current consolidation · 9 Dec 2025
მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
