საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
Article 200. საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენა ზეპირი მოსმენის გამართვის შემდეგ
Consolidation №45 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
თუ ზეპირი მოსმენის გამართვის შემდეგ ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი გახდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ახალი გარემოების შესახებ, ამის თაობაზე უნდა ეცნობოთ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს და მიეცეთ მათ შესაძლებლობა წარადგინონ საკუთარი მოსაზრებანი მოცემულ საკითხზე.
