Article 52
გენური თერაპია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) მისი მიზანია ფატალური დაავადების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა; ბ) არ არსებობს მკურნალობის სხვა, უფრო მარტივი და უსაფრთხო მეთოდი; გ) მიღებულია პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა; დ) მეცნიერების განვითარების თანამედროვე დონე შესაძლებლობას იძლევა დადგინდეს, რომ მკურნალობა არ გამოიწვევს ადამიანის შთამომავლობის გენომის არასასურველ შეცვლას. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3367 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. თავი V 1 . ექთნისა და მეან-ექთნის განათლება და საქმიანობა საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4042 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
