1.სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნისა და სერტიფიცირებული პრაქტიკოსი მეან-ექთნის, აგრეთვე რეგისტრირებული ექთნისა და რეგისტრირებული მეან-ექთნის საქმიანობების შინაარსი და მოცულობა საექთნო და მეან-ექთნის პრაქტიკის სტანდარტებით განისაზღვრება.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტანდარტებს შეიმუშავებს/შეიმუშავებენ სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული სათანადო პროფესიული გაერთიანება/გაერთიანებები და ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4042 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
