1.პირის შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიღებისთვის, როგორც წესი, ცხადდება გამარტივებული საჯარო კონკურსი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში განაცხადების წარდგენისთვის განისაზღვრება 10 კალენდარული დღის ვადა, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე. ამასთანავე, გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ეგზავნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.
Article 83. პირის შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიღების წესი
Consolidation №74 Verified against the current consolidation · 10 Jun 2026
