1.ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიიღებიან: ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანაშემწე; ბ) (ამოღებულია - 26.06.2025, №835) ; გ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უშუალო აპარატის/ სამდივნოს/ბიუროს თანამშრომელი; დ) მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი; ე) საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.
