Article 2. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ფუნქციები
2.1. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამუშაო აღწერილობა შეიცავს (ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთს ან რამდენიმე პირობას):
2.1.1. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემას.
2.1.2. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევას.
2.1.3. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ფუნქციების ეფექტურად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებას.
2.1.4. საჯარო დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისი ფუნქციების შესრულებას.
2.2. საჯარო სამსახურში მიღების მიზნით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ განსახორციელებელი უფლებამოსილებების დეტალურ აღწერილობას დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.
