ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ
Article 36^1
1. შემოსავლების სამსახურსა და შერჩეულ პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შერჩეული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დანერგოს სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემა და უზრუნველყოს მისი ოპერირება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემით კონტროლდება სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება ფორმდება არაუმეტეს 15 წლის ვადით.
4. შემოსავლების სამსახურსა და შერჩეულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრება მათი უფლებები და მოვალეობები.
5. შერჩეული პირის სერვერი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იყოს განთავსებული.
