1.ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების მოსაზიდად და მის გამოსაყენებლად გამიზნული კაპიტალის იმპორტისათვის სახელმწიფო ქმნის ხელშემწყობ სამართლებრივ და ეკონომიკურ პირობებს, მხარს უჭერს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საქართველოს ორგანიზაციებს შორის თანასწორუფლებიანი სამეცნიერო-ტექნოლოგიური ურთიერთობის დამყარებას.
2.სახელმწიფო, ცალკეულ შემთხვევაში, საერთო სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ახდენს უახლესი მეცნიერული მიღწევებისა და ტექნოლოგიების იმპორტის სუბსიდირებას, მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტის შეღავათიან დაკრედიტებასა და მიზნობრივი დოტაციების მეშვეობით მის ნაწილობრივ სუბსიდირებას.


