შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
Article 11. შრომა და დასაქმებ ა
1. სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღია ბაზარზე სხვებთან თანაბარ პირობებში დასაქმების შესაძლებლობის შექმნას, მათ შორის, ამ მიზნის მისაღწევად დროებითი ღონისძიებების გამოყენების გზით.
2. სახელმწიფო იცავს და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შრომის უფლების რეალიზებას, მათ შორის, შრომით სახელშეკრულებო/წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში და უზრუნველყოფს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჰქონდეთ სხვებთან თანასწორი უფლება შრომის სამართლიან და ხელსაყრელ პირობებზე, უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოზე, აგრეთვე იძულებითი შრომისა და დისკრიმინაციისაგან დაცვაზე.
3. სახელმწიფო ხელს უწყობს დასაქმების სფეროში ისეთი პროგრამების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვითდასაქმებას და მათ მიერ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზებას.
4. სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას საჯარო და კერძო სექტორებში შესაბამისი სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებით, რაც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, შეიძლება გულისხმობდეს დამსაქმებლისათვის საშეღავათო მექანიზმების დანერგვას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სპეციალურ მომზადება-გადამზადებას, გარემოს ადაპტირებას, დამსაქმებლის მიერ ინიციირებული პროგრამის ფინანსურ ხელშეწყობასა და სხვა შეღავათებს.
