1.საქართველოს საერთაშორისო კულტურული გაცვლის სახელმწიფო პოლიტიკა და პრიორიტეტები განისაზღვრება კულტურის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამებითა და სხვა სახელმწიფოებთან შეთანხმებებით.
2.საქართველოს საერთაშორისო კულტურული გაცვლის პრიორიტეტებია: ა) კულტურულ ფასეულობათა ერთობლივი შექმნა; ბ) ისტორიისა და კულტურის ძეგლების შესწავლა და რესტავრაცია; გ) კულტურის მუშაკთა კადრების მომზადება და სტაჟირება; დ) ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების, აღჭურვილობათა შექმნა და კულტურის სფეროში დანერგვა; ე) მეთოდური და სასწავლო პროგრამების, სახელმძღვანელოების გაცვლა. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №417 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.75
