1.უცხოური საქონელი, რომელიც განკუთვნილია საქართველოში რეალიზაციისთვის, მოხმარებისთვის ან გამოყენებისთვის, უნდა მოექცეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება იწვევს: ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას; ბ) მის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებებისა და აკრძალვებისა და შეზღუდვების გამოყენებას, თუ ისინი მანამდე გამოყენებული არ ყოფილა; გ) მის შემოტანასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების შესრულებას.
3.თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.
