Article 10^2
რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის სტატუსით გამოცხადებული პირი ვალდებულია ჩვენება მისცეს რეგისტრაციასთან და რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სააგენტოსთვის ან სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისთვის ცრუ ჩვენების მიცემისათვის ან მათი შეცდომაში შეყვანისათვის პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით დაეკისრება ჩვენების მიმცემ მოწმეს. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4937 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. თავი III. საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი
