1.დაქორწინება არ დაიშვება: ა) იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან; ბ) პირდაპირ აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის; გ) ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის; დ) მშვილებელსა და ნაშვილებს შორის; ე) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ ამ კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება; ვ) ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის (კერძოდ, მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული ერთი და იმავე სქესის) წარმომადგენლებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
