Article 54^1. ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირებისა და ქორწინებად აღიარების დაუშვებლობა, ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირებისა და აღიარების დაუშვებლობა
1. ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება დაუშვებელია. ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის ისეთ კავშირს, რომელიც საზღვარგარეთ რეგისტრირებულია ან/და აღიარებულია, როგორც ქორწინება, საქართველოში იურიდიული ძალა არ აქვს.
