საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 1140. ქორწინების ბათილობის საფუძველი
Consolidation №138 Verified against the current consolidation · 1 Apr 2026
1. ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია 1107-ე, 1108- ე და 1120-ე მუხლებით დაწესებული პირობები და, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქციური ქორწინება).
2. ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ.
