საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.ქორწინების პირობები თითოეული დასაქორწინებელი პირისათვის ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელსაც ეს პირი განეკუთვნება.
2.თუ ქორწინების პირობებიდან რომელიმე არ არსებობს და ერთ-ერთი დასაქორწინებელი პირი საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს, შესაძლებელია საქართველოს სამართლის გამოყენება, თუ: ა) სხვა ქვეყნის სამართალი ქართულ ჩვეულებებთან შედარებით ზღუდავს ქორწინების თავისუფლებას; ბ) წინა ქორწინება ხელს არ უშლის ხელახალ ქორწინებას; გ) წინა ქორწინება საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებით ან საქართველოში ცნობილი გადაწყვეტილებით შეწყვეტილი ან ბათილია; დ) დასაქორწინებელი პირის ყოფილი მეუღლე გამოცხადებულია გარდაცვლილად.
3.ქორწინების ფორმის საკითხი განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც განხორციელდა ქორწინება. თუ დასაქორწინებელ პირთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე არ არის, ქორწინება საქართველოში შეიძლება განხორციელდეს იმ ქვეყანაში მოქმედი ქორწინების ფორმის შესაბამისად, რომელსაც ეს პირი განეკუთვნება.
These lawyers work in the legal area related to this article.