1.
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.სასამართლო შვილად აყვანას ბათილად ცნობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ეს შეესაბამება ნაშვილების საუკეთესო ინტერესებს. სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის მშვილებლის ოჯახში/ მშვილებელთან ყოფნის ხანგრძლივობას.
3.შვილად აყვანის ბათილად ცნობის საქმის სასამართლო განხილვაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მონაწილეობა სავალდებულოა.
4.თუ ნაშვილები 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკისაა, შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით. 10 წლამდე ასაკის ნაშვილების შემთხვევაში სასამართლო შვილად აყვანის ბათილად ცნობის პროცესისას მხედველობაში იღებს მის აზრს ნაშვილების ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით.
5.თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირების ( პირის) მიერ შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლომ მიიღო, ეს გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი ამ მუხლის პირველი– მე-4 პუნქტების შესაბამისად.
These lawyers work in the legal area related to this article.