შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Article 29. შვილად აყვანის გაუქმების ან ბათილად ცნობის შედეგები
1. შვილად აყვანა ბათილად ცნობილად ჩაითვლება შვილად აყვანის გაუქმების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან.
2. სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება შვილად აყვანის გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ, ვალდებულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში გაუგზავნოს იგი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
3. შვილად აყვანის ბათილად ცნობისას ნაშვილებსა და მშვილებელს, აგრეთვე მათ ნათესავებს შორის წყდება არსებული უფლება-მოვალეობანი. შვილად აყვანის გაუქმებისას უფლება-მოვალეობები აღდგება შვილსა და ბიოლოგიურ მშობელს (მშობლებს) და შთამომავლობით ნათესავებს შორის.
4. თუ შვილად აყვანა გაუქმებულია მშვილებლის მიერ ბავშვის აღზრდის მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, ბავშვს უნარჩუნდება მშვილებლისაგან ალიმენტის მიღების უფლება.
5. შვილად აყვანის გაუქმებისას სასამართლომ ბავშვის ინტერესების შესაბამისად უნდა გადაწყვიტოს შვილად აყვანისას ბავშვისათვის მიკუთვნებული გვარის, სახელისა და სხვა მონაცემების შენარჩუნების საკითხი. თუ ბავშვი 10 წლისაა ან 10 წელზე მეტისაა, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მისი სურვილიც უნდა გაითვალისწინოს.
