1.მეურვე ან მზრუნველი უნდა დაინიშნოს არა უგვიანეს ერთი თვისა იმ დროიდან, როდესაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ცნობილი გახდება მეურვეობის ან მზრუნველობის დაწესების აუცილებლობა.
2.მეურვის ან მზრუნველის არჩევისას მხედველობაში მიიღება მისი პიროვნული თვისებები, დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარი, ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც არსებობს მასა და სამეურვეო/სამზრუნველო პირს შორის, სამეურვეო/სამზრუნველო პირის ინტერესები, ასევე მშობლის ან მამკვიდრებლის მითითება.
