საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 1370. სათადარიგო მემკვიდრე
Consolidation №138 Verified against the current consolidation · 1 Apr 2026
1. მოანდერძეს უფლება აქვს დაასახელოს ანდერძში სხვა მემკვიდრე (სათადარიგო მემკვიდრე) იმ შემთხვევისათვის, თუ მის მიერ დანიშნული მემკვიდრე სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვლება, სამკვიდროს არ მიიღებს ან მემკვიდრეობის უფლება ჩამოერთმევა.
2. ანდერძით მემკვიდრის უარი სამკვიდროზე არამემკვიდრის მემკვიდრედ დანიშნული პირის სასარგებლოდ არ დაიშვება.
3. სათადარიგო მემკვიდრე შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომელიც 1307 – 1309-ე მუხლებით შეიძლება იყოს მემკვიდრე. თავი მეექვსე სავალდებულო წილი
