თუ ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია საცხოვრებელ სადგომზე და იქ დამქირავებელი თავის ოჯახის წევრებთან ერთად წარმართავს ერთიან საოჯახო მეურნეობას, დამქირავებლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრები სამართლებრივ ურთიერთობაში შედიან გამქირავებელთან. მათ უფლება აქვთ ქირავნობის ხელშეკრულება მოშალონ კანონით დადგენილ ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 571. დამქირავებლის უფლებების გადასვლა მისი ოჯახის წევრებზე
Consolidation №140 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
