საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 597. საიჯარო ქირის შემცირების მოთხოვნა
თუ საიჯარო მიწაზე სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებების შედეგად მოიჯარეს მოსავლის ნახევარზე მეტი გაუნადგურდა, მას უფლება აქვს მოითხოვოს საიჯარო ქირის შესაბამისი პროპორციით შემცირება. საიჯარო ქირის შემცირების მოთხოვნის უფლება მოიჯარეს აქვს მხოლოდ ზარალის ოდენობისა და მიზეზების შესახებ მოსავლის აღებამდე გაფორმებული აქტის საფუძველზე. საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1282 – სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.18 შეცდომის გასწორება - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., გვ.11 საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №496 - სსმ I, №33, 01.12.2008წ., მუხ.210
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
