საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 786. გვაროვნული ნივთების შენახვის თავისებურებანი
Consolidation №138 Verified against the current consolidation · 1 Apr 2026
1. გვაროვნული ნივთების შენახვისას შემნახველს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება შეურიოს ისინი იმავე სახისა და თვისების სხვა ნივთებს, თუ ამაზე არსებობს მიმბარებლის ნებართვა.
2. ამ შერევის შედეგად წარმოშობილ საქონელზე მიმბარებლებს აქვთ საერთო საკუთრების უფლება. თითოეული მიმბარებლის წილი განისაზღვრება მის მიერ ჩაბარებული საქონლის ოდენობის შესაბამისად.
3. შემნახველი მოვალეა თითოეულ მიმბარებელს დაუბრუნოს მიბარებული საქონელი მისი კუთვნილი წილის შესაბამისად, დანარჩენი მიმბარებლების თანხმობის გარეშე.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
