1.უძრავი ნივთის გაყოფისას გარიგების ღირებულებაა გასაყოფი ნივთის ღირებულება.
2.უძრავი ნივთის ნაწილების შეერთებისას მეორე უძრავ ნივთთან გარიგების ღირებულებაა შესაერთებელი ნაწილის ღირებულება.
3.უძრავი ნივთების შეერთების საფუძველზე ერთი უძრავი ნივთის წარმოქნისას გარიგების ღირებულებაა უფრო მეტი ღირებულების შესაერთებელი ნივთის ღირებულება.






