1.თუ თავდებობა უვადოა, თავდები ვალდებულია დაიცვას ხელშეკრულების შეწყვეტის სამთვიანი ვადა.
2.ვადიანი თავდებობისას ხუთი წლის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს სამთვიანი ვადის დაცვით.
3.ცალმხრივი შეწყვეტის შემთხვევაში თავდები მოვალეა შეასრულოს შეწყვეტამდე ნაკისრი ვალდებულებანი.
