საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 977. გადაცემული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნის დაუშვებლობა
Consolidation №138 Verified against the current consolidation · 1 Apr 2026
Topics:Asset Recovery
1. პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე მოქმედება, შეუძლია გადაცემულის გამოთხოვა, თუ მეორე პირის მოქმედება არ შეესაბამება მოსალოდნელ მიზანს.
2. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა) მიზნის მიღწევა თავიდანვე შეუძლებელი იყო და გადამცემმა ეს იცოდა, ან ბ) გადამცემმა მიზნის მიღწევას არაკეთილსინდისიერად შეუშალა ხელი.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
