სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ
სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდებიან: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირი; ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარა; გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი; დ) პირი, რომელმაც გაიარა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური; ე) (ამოღებულია - 13.12.2013, №1777); ვ) (ამოღებულია - 29.07.2014, №2554); ზ) ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას; თ) საქართველოს პარლამენტის წევრი; ი) მოქალაქე, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.
2.საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გაათავისუფლოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.
3.სამხედრო ვალდებულებისაგან თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1387 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1777 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3122 – ვებგვერდი, 27.06.2023წ.
The amendments this article has been through
Lists exemptions from military service.
amending act №5916285Lists exemptions from military service, including health conditions, prior service, and legal grounds; adds Parliamentary membership as exemption.
amending act №2447025Removal of exemption criterion 'e', likely related to a superseded condition or overlap with other exemptions.
amending act №2152305Grants the Prime Minister discretionary exemption power – a significant change in authority.
amending act №2037056Describe your situation — we'll help you find the right specialist.