Article 22. გარდამავალი დებულებანი
1. (ამოღებულია). 1 1 . 2015 წლის 1 იანვრამდე დაშვებულ იქნეს: ა) მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გამზირებზე, ხიდებზე, მოედნებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე; მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის გავრცელება ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით 20 საათიდან, ამ კანონის მე-8 მუხლით ალკოჰოლიანი სასმელების გავრცელებისათვის დადგენილი წესების გათვალისწინებით; ბ) ალკოჰოლიანი სასმელების რეკლამის გავრცელება კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებიდან 100 მეტრის რადიუსში.
2. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის სიტყვები (გარდა რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით) მოქმედებს 2001 წლის 31 დეკემბრამდე.
3. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლის დღიდან.
4. დაევალოთ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, გაატარონ ღონისძიებანი კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში ამ კანონის მოთხოვნებთან გარე რეკლამის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (შემდგომ – უეფა) 2015 წლის სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში იკრძალება უეფას ნებართვის გარეშე ნებისმიერი რეკლამა ან სხვა ქმედება (გარდა მაუწყებლის მიერ მიმოხილვითი სპორტული გადაცემების გავრცელებისა), რომელიც ხორციელდება არაუფლებამოსილი პირების მიერ უეფას რეპუტაციით სარგებლის მიღების მიზნით, აგრეთვე უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთის გასაყიდად შეთავაზება ან ნებისმიერ კომერციულ ღონისძიებაში გამოყენება. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1775 - სსმI, №1(8), 14.01.1999წ., მუხ.11 საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2378 - სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.219 საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3245 - სსმI, №22, 16.06.2006წ., მუხ.182 საქართველოს 2009 წლის 13 მარტის კანონი №1061 - სსმI, №5, 24.03.2009წ., მუხ.19 საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3962 - სსმI, №73,23.12.2010წ., მუხ.442 საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3718 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
რეკლამის შესახებ
