საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 143. პირი, რომელსაც აქვს დაკავების უფლება
პოლიციის თანამშრომელს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ოპერატიულ ფუნქციებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვს, დააკავოს და დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი. ამ მუხლის პირველ წინადადებაში აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, თუ არსებობს ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლები. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4257 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.417 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №966 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.338 საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1014 - სსმ I, №4, 12.03.2009წ., მუხ.14
