საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 317. ჩხრეკის საფუძველი
Consolidation №103 Verified against the current consolidation · 14 Dec 2018
გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ ჩაატარონ ჩხრეკა, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ გარკვეულ საცხოვრებელ, სამსახურებრივ, საწარმოო სათავსში, ამა თუ იმ ადგილას ან ამა თუ იმ პირთან ინახება ამ კოდექსის 315-ე მუხლში აღნიშნული საგანი, დოკუმენტი, და არსებობს მონაცემები, რომ მათ ნებაყოფლობით არ გასცემენ. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
