1.ამოსაცნობად საგნის წარდგენისას გამომძიებელმა საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე უნდა დაკითხოს ამომცნობი ამოსაცნობი საგნის ნიშნებისა და იმ ვითარების შესახებ, რომელშიც მან ეს საგანი ნახა.
2.თუ ამომცნობი მოწმეა ან დაზარალებული, მას აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის, თავის არიდების, ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე განუმარტავენ, რომ უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან წინააღმდეგ.
