საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 359. ექსპერტად დანიშნული პირი
1. ექსპერტიზას ატარებს საექსპერტო ან სხვა დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის სპეციალისტი ან სხვა მცოდნე პირი, რომელსაც ნიშნავს გამომძიებელი ან პროკურორი, ანდა ანაზღაურებით იწვევენ მხარეები.
2. სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტიკურ ექსპერტიზას ატარებს საექსპერტო დაწესებულების, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – სხვა დაწესებულების სპეციალისტი ან კერძო პირი. 2 1 . საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზას ატარებს საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტი.
3. სასამართლოს, გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნა ექსპერტად დანიშნული პირის გამოძახებისა და მის მიერ ექსპერტიზის ჩატარების შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად სპეციალური ცოდნის მქონე პირისათვის, აგრეთვე იმ დაწესებულების, საწარმოსა თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის, სადაც ეს პირი მუშაობს.
4. მხარის მოთხოვნით, ექსპერტიზა ტარდება სპეციალური ცოდნის მქონე პირთან და იმ დაწესებულებასთან შეთანხმებით, სადაც იგი მუშაობს. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9
