1.რთული ექსპერტიზა შეიძლება ჩაატარონ ერთი სპეციალობის მქონე ექსპერტთა კომისიებმა. მხარეთა მოთხოვნით, საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ მათ მიერ მოწვეული ექსპერტები. ისინი თათბირობენ და, თუ საერთო აზრს გამოიტანენ, ხელს აწერენ დასკვნას. ექსპერტთა შორის უთანხმოების შემთხვევაში თითოეული იძლევა ცალკე დასკვნას უთანხმოების გამომწვევ ყველა ან ზოგიერთ საკითხზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
