საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.თუ დამცველი არ გამოცხადდა სხდომაზე, სასამართლო განსასჯელს დაუნიშნავს დამცველს სახაზინო წესით და გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. მომდევნო სხდომაზე სასამართლო უფლებამოსილია კიდევ ერთხელ გადადოს საქმის განხილვა არა უმეტეს 5 დღისა, თუ დაცვის მხარე წარმოადგენს მოტივირებულ შუამდგომლობას, რომელშიც დასაბუთებულია დამცველის გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზი. შუამდგომლობის წარმოუდგენლობის, წარმოდგენილი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ან დაკმაყოფილების შემდეგ დამცველის კვლავ გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომა გრძელდება სახაზინო დამცველის მონაწილეობით.
3.თუ საქმე იხილება ორი ან მეტი განსასჯელის მიმართ და სასამართლო გამოძიების სტადიაზე რომელიმე მათგანის დამცველი სხდომაზე არ გამოცხადდა, სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვა განაგრძოს სხვათა მიმართ, თუ ეს არ შელახავს განსასჯელის ინტერესებს და გავლენას არ მოახდენს სასამართლო გამოძიების სისრულესა და ობიექტურობაზე. ამასთან, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს დამცველისათვის მისი მონაწილეობის გარეშე წარმოებული ოქმის გაცნობა. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
The amendments this article has been through
Modifies the requirements for probation and rehabilitation programs for minors.
amending act №26092Article 681: Adjusts the effective dates of certain provisions within the Criminal Code.
amending act №16990These lawyers work in the legal area related to this article.