საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 64. გამომძიებლის დავალება
1. თუ საჭიროა ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა წარმოება სხვა რაიონში (ქალაქში), გამომძიებელს უფლება აქვს პირადად აწარმოოს ისინი ან მათი წარმოება დაავალოს შესაბამის გამომძიებელს, რომელიც ვალდებულია ეს დავალება შეასრულოს არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში.
2. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო შუამდგომლობის შესრულების წესს განსაზღვრავს საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება.
3. გამომძიებელს უფლება აქვს მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დაავალოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272 თავი IX საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
