საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 645. არასრულწლოვნის დანაშაულის შესახებ საქმეში დამცველის მონაწილეობის უზრუნველყოფა
Consolidation №103 Verified against the current consolidation · 14 Dec 2018
გამომძიებელი და პროკურორი უზრუნველყოფენ საქმეში დამცველის მონაწილეობას არასრულწლოვნის პირველი დაკითხვისთანავე. ამ მიზნით არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგენელს განუმარტავენ უფლებას, მოიწვიონ დამცველი საკუთარი არჩევანით. თუ დამცველი არ მოიწვია არასრულწლოვანმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ან სხვა პირმა მათი დავალებითა და მათივე თანხმობით, გამომძიებელი ვალდებულია თავისი ინიციატივით უზრუნველყოს საქმეში დამცველის მონაწილეობა. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
