საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოებისას უნდა დადგინდეს: ა) დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია თუ არა ამ იურიდიული პირის სახელით ან მისი მეშვეობით (გამოყენებით) ან/და მის სასარგებლოდ; ბ) არის თუ არა აღნიშნული ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე, წარმომადგენლობაზე, მისი სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ან/და იურიდიული პირის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ორგანოს წევრი.
2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 107 1 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც დადგენილი არ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი ფიზიკური პირი, იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოებისას უნდა დადგინდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
The amendments this article has been through
Refers to existing provisions in Article 679 13
amending act №1048These lawyers work in the legal area related to this article.