საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 679^16. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყებაზე უარის თქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლები
1. დადგენილება იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის წარმოების დაწყების თაობაზე არ შეიძლება გამოტანილ იქნეს ან გამოტანილი დადგენილება უნდა გაუქმდეს, თუ: ა) არ არის დადგენილი ამ კოდექსის 679 13 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; ბ) არსებობს ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ი“, „კ“, „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.
2. თუ არსებობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, გამომძიებელს ან სასამართლოს (მოსამართლეს) გამოაქვს შესაბამისი დადგენილება, რის შესახებაც აცნობებს იურიდიული პირის წარმომადგენელს (დამცველს). საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
