1.წყლის რესურსები სახელმწიფო საკუთრებაა.
2.მუნიციპალიტეტის საკუთრებაში შეიძლება არსებობდეს ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები, რომელთა მართვაც ხორციელდება ამ კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და მათ საფუძველზე გამოცემული/მიღებული სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3.მიწაზე საკუთრების უფლება არ იძლევა ამ მიწაზე არსებული ან/და გამდინარე ზედაპირული წყლებით ან მიწისქვეშა წყლით სარგებლობის უფლებას, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული საერთო წყალსარგებლობის წესით სარგებლობისა.
