საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ
Article 47^4. ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის აუდიტი, დამოუკიდებელი აუდიტი, შიდა აუდიტი და ინსპექტირება
1. ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის აუდიტს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.
2. საკრებულოს გადაწყვეტილებით, არა უმეტეს წელიწადში ერთხელ , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვეულმა აუდიტორმა შეიძლება ჩაატაროს ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი. საკრებულოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ქვეყნდება საჯაროდ.
3. ქალაქ თბილისის მერიის საქმიანობის შიდა აუდიტი და ინსპექტირება ხორციელდება „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქალაქ თბილისის მერიის დებულების შესაბამისად. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №951-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.325 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5291 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 – ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6599 – ვებგვერდი, 13.07.2012წ.
