სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელშიც აისახება: ა) ინფორმაცია განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმებების შესახებ; ბ) ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები დაწესებულებაში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ; გ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის წლიური გეგმის შეუსრულებლობის მიზეზები (მათი არსებობის შემთხვევაში); დ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული შესაბამისი ქმედებები და ინფორმაცია შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ; ე) ინფორმაცია შიდა აუდიტის მიმდინარეობისას შიდა აუდიტორის საქმიანობის ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე; ვ) წინადადებები შიდა აუდიტის განვითარების შესახებ.
2.შიდა აუდიტის წლიური ანგარიში მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარედგინება დაწესებულების ხელმძღვანელს. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებებისა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების (გარდა იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებისა, რომელთა დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით) შიდა აუდიტის სუბიექტები შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშებს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგენენ აგრეთვე ჰარმონიზაციის ცენტრს. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი № 4675 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2023 წლის 19 ოქტომბრის კანონი №3574 – ვებგვერდი, 03.11.2023წ. მუხლი 24 1 . შიდა აუდიტორის უწყვეტი პროფესიული განვითარება 1. შიდა აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე, შიდა აუდიტორი ვალდებულია შეთავაზებულ უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით განივითაროს პროფესიული შესაძლებლობები, გაიუმჯობესოს უნარები და გაიღრმაოს ცოდნა.
2.დაწესებულებამ ხელი უნდა შეუწყოს შიდა აუდიტორს, რათა მან მონაწილეობა მიიღოს უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებებში.
3.სერტიფიცირებული შიდა აუდიტორის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას ადასტურებს ჰარმონიზაციის ცენტრი ამ კანონის 24 2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 19 ოქტომბრის კანონი №3574 – ვებგვერდი, 03.11.2023წ. მუხლი 24 2 . შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა 1. შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა მოიცავს სერტიფიცირების კანდიდატის მიერ სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარებას და შიდა აუდიტის სფეროში მუშაობის პრაქტიკის დადასტურებას.
2.ჰარმონიზაციის ცენტრი შეიმუშავებს შიდა აუდიტორთა სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელ სასწავლო კურსს.
3.სერტიფიცირების კანდიდატს უფლება აქვს, სასერტიფიკატო გამოცდა შიდა აუდიტორთა სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელი სასწავლო კურსის გავლის გარეშე ჩააბაროს.
4.შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების შიდა აუდიტორებსა და შიდა აუდიტორის თანამდებობაზე დასაქმების მსურველ კანდიდატებს.
5.საჯარო სექტორის შიდა აუდიტორის სერტიფიკატი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, თუ შიდა აუდიტორს უწყვეტი პროფესიული განვითარებით კვალიფიკაცია უნარჩუნდება და მისი საქმიანობა შეესაბამება შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსს.
6.საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულება მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საქართველოს 2023 წლის 19 ოქტომბრის კანონი №3574 – ვებგვერდი, 03.11.2023წ.
1. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელშიც აისახება: ა) ინფორმაცია განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმებების შესახებ; ბ) ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები დაწესებულებაში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ; გ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის წლიური გეგმის შეუსრულებლობის მიზეზები (მათი არსებობის შემთხვევაში); დ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული შესაბამისი ქმედებები და ინფორმაცია შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ; ე) ინფორმაცია შიდა აუდიტის მიმდინარეობისას შიდა აუდიტორის საქმიანობის ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე; ვ) წინადადებები შიდა აუდიტის განვითარების შესახებ. 2. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარედგინება დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების შიდა აუდიტის სუბიექტები შიდახელმძღვანელსა აუდიტისდა წლიურჰარმონიზაციის ანგარიშებსცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგენენ ასევე ჰარმონიზაციის ცენტრს.ბოლომდე. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი № 4675 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
The amendments this article has been through
The deadline for submitting the annual internal audit report is standardized, and reporting requirements to the Harmonization Center are added for specific entities (listed in 4.1-4.3).
amending act №5942544Clarifies annual report submission destinations; procedural only.
amending act №3130197These lawyers work in the legal area related to this article.