საკრებულოს წევრს, საკრებულოს თავმჯდომარის, კომისიის ან ფრაქციის დავალებით, საკრებულოს დებულებით დადგენილი წესით, უფლება აქვს: ა) დაესწროს გამგეობის (მერიის) სხდომებს, დასვას საკითხი თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) კითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, გამგეობის (მერიის) წევრს, გამგებელს (მერს), მიიღოს პასუხი. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებულნი არიან ერთი კვირის ვადაში უპასუხონ საკრებულოს წევრის კითხვას. კითხვის ავტორთან ან საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ათი დღით. გ) შეუფერხებლად შეხვდეს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს; დ) უშუალოდ მონაწილეობდეს თავის მიერ დასმული საკითხების განხილვაში.
ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ
Article 13. უფლებამოსილება კონტროლის სფეროში
Consolidation №5 Verified against the current consolidation · 28 Dec 2009
