„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 14. კონტროლი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას
1. პირი, ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას გადის სასაზღვრო და საბაჟო კონტროლს. საიმიგრაციო, სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული, აგრეთვე კულტურულ და მხატვრულ ფასეულობათა გატანის კონტროლი ხორციელდება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ დადგენილ შემთხვევებში.
2. საზღვარგარეთიდან მომავალი, აგრეთვე საქართველოდან მიმავალი სანაოსნო საშუალების კაპიტანს, საჰაერო ხომალდის მეთაურს, მატარებლის უფროსს, ავტოტრანსპორტის მძღოლს მისი ტრანსპორტით პირთა უკანონოდ შემოყვანა-გაყვანისათვის, აკრძალული ტვირთის გადაზიდვა-გადმოზიდვისათვის ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საზღვარგარეთიდან მომავალი ტრანსპორტის შემოწმება ხდება მფლობელის (მისი წარმომადგენლის) და/ან ამ ტრანსპორტის მომსახურე პერსონალის თანდასწრებით. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აუცილებლობის შემთხვევაში ტრანსპორტის მფლობელი (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია მესაზღვრეებს შესამოწმებლად წარუდგინოს ტრანსპორტი, მისცეს მათ შესაძლებლობა გახსნან დალუქული ვაგონი, ავტომობილი, კონტეინერი, წყლის და საჰაერო ტრანსპორტის სხვა სათავსები. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 05.11.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5948 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
