1.50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა განაცხადს თან უნდა დაურთოს იმ ღონისძიებათა აღწერილობა, რომელთა მეშვეობითაც თავიდან იქნება აცილებული გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება.
2.არანაკლებ 2 და არა უმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა განაცხადს თან უნდა დაურთოს ობიექტის აღწერილობა, რომლითაც დასტურდება, რომ ობიექტი აკმაყოფილებს „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-10 მუხლის მოთხოვნებს. მუხლი 7. არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების რეგისტრაცია არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა დამატებით უნდა წარადგინოს ნარჩენების წინასწარი დამუშავების ოპერაციის ტიპის (ტექნიკური პროცედურები), ასევე დამუშავებული ნარჩენების და დამუშავების შემდეგ დარჩენილი საბოლოო (ნარჩენი) ნარჩენების აღწერილობა, ამ წესის დანართი 2-ის შესაბამისად. მუხლი 8. ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეგისტრაცია ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობის და ოპერირების საქმიანობის დასარეგისტრირებლად განმცხადებელმა დამატებით უნდა წარადგინოს ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის აღწერილობა, ამ წესის დანართი 3-ის შესაბამისად. მუხლი 9. სამინისტროს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ 1. სამინისტრო განიხილავს რეგისტრაციის განაცხადს ამ წესის შესაბამისად. თუ რეგისტრაციის განაცხადი მოიცავს ერთზე მეტ საქმიანობას, თითოეული საქმიანობა განიხილება ცალ-ცალკე.
2.თუ განაცხადი და თანდართული დოკუმენტები სრულად არის შევსებული/წარდგენილი და არ არსებობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, სამინისტრო დაადასტურებს რეგისტრაციას და მიანიჭებს რეგისტრაციის ნომერს განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს 10 (ათი) დღისა.
3.იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ან/და თანდართული დოკუმენტები არ არის სრულად შევსებული/წარდგენილი, სამინისტრო აცნობებს განმცხადებელს აღნიშნულის თაობაზე, განაცხადის წარდგენიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში და სრულად შევსება/წარდგენისთვის განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 20 (ოცი) დღისა.
4.თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, სამინისტრო განაცხადს დატოვებს განუხილველად.
5.სამინისტრო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს საქმიანობის რეგისტრაციაზე, თუ დაგეგმილი საქმიანობა არ შეესაბამება ნარჩენების მართვის კანონმდებლობას, ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმას ან/და ადგილმდებარეობის შესაბამისად, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმას. დასაბუთებული გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს წერილობით ეცნობება განაცხადის/დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში. მუხლი 10. გადაწყვეტილების გასაჩივრება განმცხადებელი უფლებამოსილია, გაასაჩივროს სამინისტროს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 11. ახალი რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებები 1. საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან ადგილმდებარეობის ცვლილებისას, სამინისტროს წარედგინება ახალი განაცხადი საქმიანობის რეგისტრაციაზე.
2.რეგისტრაციის მფლობელი ვალდებულია, მიმართოს სამინისტროს რეგისტრაციაში ცვლილების შეტანისთვის შემდეგ შემთხვევებში: ა) მიმდინარე საქმიანობის მნიშვნელოვანი (რეგისტრირებული საქმიანობის წარმადობის 50%-ზე მეტით) გაფართოება; ბ) თუ მიმდინარე საქმიანობის პროცესში ხდება სხვა ჯგუფის ნარჩენების მართვა, რომლებიც არ არის მითითებული რეგისტრაციის განაცხადში.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტრო განაცხადს განიხილავს ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად.





