Article 3. ტერმინთა განმარტება
1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შეუთავსებელი ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც ავარიის შემთხვევაში შეიძლება შევიდეს რეაქციაში სხვა ნარჩენებთან ან მასალებთან, რაც გამოიწვევს ხანძარს, აფეთქებას ან ტოქსიკური აირების წარმოქმნას; ბ) ნარჩენი ზეთის რეგენერაცია – ნებისმიერი სახის რეციკლირება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბაზო ზეთების წარმოება, ნარჩენი ზეთის რაფინირების გზით (ზეთებისგან დამბინძურებლების, მჟანგავი პროდუქტებისა და დანამატების მოცილება); გ) მდგრადი ორგანული დამბინძურებლების ნარჩენები (შემდგომში – მოდის ნარჩენები) – ნარჩენები, რომლებიც შედგება ან შეიცავს „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“ სტოკჰოლმის კონვენციის A ან B დანართით განსაზღვრულ ნივთიერებებს.
2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება ნარჩენების მართვის კოდექსის მე-3 მუხლში მოცემული ტერმინები.
