1.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტების ეკონომიკურ ანალიზს და თითოეულ გარანტიაზე ადგენს რისკის ხარისხს, გამოსახულს პროცენტებში, გარანტიის თანხასთან მიმართებაში.
2.რისკის შეფასების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს თანხას, რომელიც ეკონომიკურმა აგენტმა უნდა გადარიცხოს რისკის ფონდში.
3.თუ რისკის ფონდის სახსრები ნაკლებია გარანტიების მთელი მოცულობისათვის საჭირო სახსრებზე, მაშინ გარანტიები არ უნდა გაიცეს.





